სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაზე იცინა პატიმრობაში მყოფმა ბაჩო ახალაიამ დიდხანს და გულიანად?

“დღეს ბაჩო ახალაიასთან ვიყავი ციხეში და ვუთხარი მედია ავრცელებს თითქოს პროკურატურამ საპროცეშო შემოგვთავაზა მეთქი---- ცხრა თვეა დავდივარ მასთან, რაზე არ გვისაუბრია, არასოდეს ესეთი გულით და ამდენხანს არ უცინია რაც დღეს იცინა” - წერს სოციალურ ქსელში „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი ონიანი.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის ალექსანდრე გორგაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ მათ აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. "შემოთავაზებები იყო საპროცესო შეთანხმებაზე, მაგრამ იყო საუბარი აღიარებითი ჩვენების მიცემაზე. უკვე მათ აღარ შესწევთ ძალა, რომ დაამტკიცონ ბრალეულობა. ეს დღევანდელ პროცესზეც გამოჩნდება, როცა დაცვის მხარე იტყვის თავის სიტყვას. ეს ყველაფერი არის კარგად მოგონილი ზღაპარი, რომელიც კარგად ვერ შეთხზეს", - აცხადებს გორგაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმაც.

„მეგობრებო, დღეს გავრცელდა ჭორი, რომ ბაჩო ახალაიას საპროცესო შეთანხმებით უშვებენ, რაც აიტაცეს საინფორმაციო სააგენტოებმა და ჟურნალისტებმა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, არანაირი შემოთავაზება პროკურატურის მხრიდან არ ყოფილა და მეტიც, ბაჩო ახალაიას მსგავს რამეს ვერასოდეს ვერც გაუბედავენ!!! ეს არის ისევ და ისევ შავი პიარის ნაწილი ბაჩოს მიმართ, ვინაიდან პროკარატურა არის ჩიხში შესული, 9 თვის განმავლობაში ვერც ერთი ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სულ რამოდენიმე დღეში ველოდებით სამართლიან განაჩენს სასამართლოსგან.“-წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100