სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბმა გაგრის დე-ფაქტო გამგებელი დაითხოვა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასტამურ ქეცბა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ქეცბამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება თავად დაწერა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა".

თუმცა როგორც "Радио Свобода - Эхо Кавказа” აღნიშნავს, "ჯერ კიდევ ე.წ. არჩევნების წინ, როდესაც ანქვაბი დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, იგი ქეცბას თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობდა, თუმცა გაგრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბიულეტენზე იყო გასული და საკადრო ცვლილება არ შედგა".

"ამჟამად გაგრის რაიონში ბევრი პრობლემაა. პროკურატურამ რაიონის გაერთიანებული სააბონენტო სამსახურის თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 2007-2010 წლებში კომუნალური გადასახადებიდან შესული თანხა, ჩინოსნების ჯიბეში წავიდა. თავად ადმინისტრაციაში სხვა შემოწმებებიც მიმდინარეობს და ამ საკადრო ცვლილებას შესაძლოა, გაგრძელება მოჰყვეს. ახლა ანქვაბმა უნდა აჩვენოს, რომ იგი ამაოდ არ აურჩევიათ. მან ქვეყანაში წესრიგის დამყარების მიზნით აშკარა განზრახვები უნდა აჩვენოს", - წერს "Радио Свобода – Эхо Кавказа".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100