სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხოვრებაში ცუდი პერიოდი გაქვს? ეს სტატია ყველაფრის უკეთესობისკენ შემობრუნებაში დაგეხმარება

დეპრესია, მოწყენილობა, მოუგვარებელი პრობლემები ნუ მისცემთ ამ ყველაფერს უფლებას დაგაკარგვინოთ ძვირფასი დრო და თქვენი ცხოვრების მონაკვეთი ცუდად ყოფნაში გაგატარებინოთ. გამოსავალს ვერ ხედავთ? მაშინ გთავაზობთ ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ რამდენიმე პუნქტიან გეგმას, რომელიც ფეხზე წამოდგომაში დაგეხმარებათ.

ნაბიჯი 1: მოახდინე შენი პრობლემების ინედტიფიკაცია. აიღე კალამი და ჩამოწერე 5 რამ რაც ყველაზე მეტად არ არ მოგწონს შენს ცხოვრებაში.

ნაბიჯი 2: ამ ნაბიჯს ტვინის აფეთქებაც შეიძლება დაარქვა, რადგან ახლა შენ თავის ატკიებამდე მოგიწევს იფიქრო, მისცე გასაქანი ფანტაზიას და იდეების ჩამოყალიბების უნარს, რათა მოიფიქრო შენი პრობლემების გადაწყვეტის გზები. დარდსა და წუხილში დროის დაკარგვასთან შედარებით ეს ქმედება ბევრად უფრო ნაყოფიერია. შეგიძლია ამ პროცესში მეგობრები ან ოჯახის წევრებიც დაიხმარო, თუმცა თავად თუ გაართმევ თავს უმჯობესია.

ნაბიჯი 3: დაიწყე მოქმედება. არ გადადო პრობლემების მოგვარება ან რაიმე შენთვის სასარგებლო/სასიამოვნო საქმე ხვალისთვის, დაიწყე ეს ყველაფერი დღესვე.

ნაბიჯი 4: ჩამოწერერე 10 რამ რაც შენ გიყვარს შენს ცხოვრებაში მიუხედავად ყველაფრისა. არ არის აუცილებელი მატერიალიზმი - ამ სიაში შესაძლოა მოხვდეს წვიმა, ზამთარი, ცხელი შხაპი, ადამიანი ან შინაური ცხოველი. ოღონდ შეარჩიე ფრთხილად რადგან შენ მხოლოდ 10 რაიმის დაწერა შეგიძლია. რამდენჯერმე წაიკითხე ეს სია.

ნაბიჯი 5: იყავი პროაქტიული. ნუ დაელოდები მოვლენებს, თავად შექმენი ისინი. ამ გეგმის პირველი პუნქტის შესრულების შემდეგ შენ უკვე იცი რა გხდის უბედურს, თავი აარიდე ყველაფერ ამას და შექმნები რაღაც ისეთი რაც გაბედნიერებს.

ნაბიჯი 6: შეცვალე საკუთარი თავი ფიზიკურად. შეიჭერი ან შეიღებე თმა, იყიდე ახალი კოსმეტიკა და შეიცვალე მაკიაჟის სტილი. გაალამაზე საკუთარი თავი და სარკეში ჩახედვისას შენ სასიამოვნო შეგრძნებები დაგეუფლება.

ნაბიჯი 7: გააფათოვე შენი სანაცნობო წრე. ქვეყნად იმდენი ადამიანია რომელსაც არ იცნობ და კარგი მეგობრობა შეუძლია. ახალია ადამიანების მოსმენით შენ ბევრ ახალს აღმოაჩენ, გაიგებ, ისწავლი. გაერთიანდი რაიმე კლუბში, გაიჩინე ახალი ჰობი, იყავი უფრო მეგობრული შორეულ ნაცნობებთან. გქონდეს სურვილი იმეგობრო ყველა ტიპის ადამიანთან.

ნაბიჯი 8: ყოველ დილით გაითამაშე პატარა ეტიუდი, გაღვიძებისას მოეშვი იმაზე ფიქრს, რომ ცუდი ცხოვრება გაქვს და დაიწყე დილა ბედნიერი ადამიანის სახით.

ნაბიჯი 9: იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე, იძინე კარგად, დალიე ბევრი წყალი, მიირთვი ჯანმრთელი საკვები და რაც მთავარია დაკავდი სპორტით. შეგიძლია მიიღო ვიტამინებიც.

ნაბიჯი 10: მიხერე დეკორაციას! გაალამაზე შენი სახლი და ოთახი, მოიშორე მოსაწყენი ფერები, შეწყვიტე სევდიანი მუსიკის მოსმენა.

ნაბიჯი 11: იყავი თავაზიანი და ყურადღება მიაქციე შენს მანერებს. თუ ადამიანებს უხეშად მოექცევი საპასუხოდაც იგივეს მიიღებ და ეს შენს განწყობასა და ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

ნაბიჯი 12: ყოველთვის ეცადე იყო ხალხის გარემოცვაში.

ნაბიჯი 13: დატოვე წარსული უკან, ნუ ჩაუბღაიჭები სინანულს. მომავალი შენია და მას მიხედე! იცხოვრე მომენტით, იცხოვრე დღეს და არა გუშინ. მოკიდე ხელი შენი ბედნიერების შენებას!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100