„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის ლევან კობერიძის კომენტარი:
ძალიან ბევრ კითხვას ბადებს მედია საშუალების გამოჩენა, რომელსაც 3 500 თანამშრომელი ჰყავს და არცერთი მედია სიახლე არ დაუდია და არ გაუშუქებია არსად. შესაბამისად, კიდევ უფრო ძალიან უცნაურია ის მოწოდება, რომ უამრავი ადამიანი ჩაერთოს მათი საშუალებით არჩევნების პროცესის გაშუქებაში.
მე ასე შევაფასებდი ამ თემას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სწორედ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობისა და არჩევნების მიმართ. ძალიან უცნაურად და დამაფიქრებლად ჟღერს ის მოწოდება, რომ სწორედ არჩევნების მეორე ტურის წინ, ორი დღით ადრე, ამდენი ადამიანი იყოს ჩართული უბნებზე სამუშაო პროცესში.
არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამდენ ადამიანს შორის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკმაოდ ბევრი იყოს საზოგადოებისათვის არაკეთილმოსურნე მიზნებით გამსჭვალული ადამიანების რაოდენობა და მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის მოქმედებებისგან.
(რეკლამა)
კომენტარი