დაპირისპირება "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის
დაპირისპირება "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის – ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოალიციის მხარდამჭერის ვახუშტი ფარცვანიას ბრიფინგი თავად "ქართული ოცნების" წევრებმა ჩაშალეს.
ვახუშტი ფარცვანია, რომელიც პარალელურად ორგანიზაცია "სამშობლოს მაძიებლის" დამფუძნებელია, კოალიციის ცენტრალური შტაბისგან და ლიდერებისგან მისი პარტიაში გაწევრიანების შესახებ განმარტებას მოითხოვდა.
როგორც ის აცხადებს, "ქართულ ოცნებაში" გასაწევრიანებლად მან სპეციალური ანკეტა რამდენიმე თვის წინ შეავსო და პირადად ზუგდიდის ორგანიზაციის მაშინდელ თავმჯდომარეს ედიშერ თოლორაიას გადასცა. თუმცა, რაიონული ორგანიზაციიდან ანკეტა ისე გაქრა, რომ იგი პარტიის მიღმა აღმოჩნდა.
გუშინდელ ბრიფინგზე ფარცვანია ამ საკითხზე საუბარს აპირებდა, თუმცა კოალიციის მხარდამჭერთა მეორე ნაწილმა მისი პრესკონფერენცია ჩაშალა. ხმაური მოგვიანებით ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირებულმა მხარეებმა შენობის დატოვების შემდეგ კამათი ქუჩაშიც გააგრძელოს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ორი სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს "ჩანერგილებს" უწოდებდნენ და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში სდებდნენ ბრალს.
კომენტარი