სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქედაში ავარიას პატარძალი და 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის 15 წლის მოზარდია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილთა შორის 22 წლის პატარძალია, რომელსაც გუშინ ბათუმში ქორწილი ჰქონდა და სოფელში, სახლში ბრუნდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი სოფელ დოლოგანში ცენტრალურ გზაზე მილს დაეჯახა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100