სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ

რუსული არმია ზაპოროჟიეს რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მტერი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს „სამხრეთის“ ჯარების ჯგუფის ქვედანაყოფების პოზიციებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ რუსული ჯარები დარჩნენ საწვავისა და საბრძოლო მასალის სისტემატური მიწოდების გარეშე, მაგრამ განახორციელეს ორი საარტილერიო დაბომბვა უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე, რომლებიც ქალაქ მელიტოპოლს, ზაპოროჟიეს, ბერდიანსკისა და მარიუპოლს იცავდნენ. „სამხრეთის“ ჯარების ქვედანაყოფებისგან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მტერმა უკან დაიხია“, - აღნიშნულია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100