სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ახალი ნაღმი: „კადაფის „ბოევიკები“ ჩრდ. კავკასიაში საქართველოდან გადავლენ“

მუამორ კადაფის ცხედარი ჯერ ხეირიანად არც კი გაციებულა, რომ რუსულმა მედიამ მისი სიკვდილი მაშინვე სათავისოდ გამოიყენა: დღეს დილიდან რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობები იმის თაუბაზე, რომ კადაფის :“ბოევიკები“, შესაძლოა, მალე ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩნდნენ და დოკუ უმაროვის „ტყის ძმებს“ შეუერთდნენ.

ამ ვერსიაში ყველაზე საინტერესო რუსული მედიის ჯმიერ დახატული, კადაფის „ბოევიკთა“ გადაადგილების მარშრუტი გახლავთ:

„ფაქტია, რომ ლიბიაში კადაფის მხარეს უამრავი მუსულმანი „ბოევიკი“ იბრძოდა და ისიც ფაქტია, რომ საგანგებო რეჟიმში მოუწევთ ქვეყნის დატოვება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოკუ უმაროვმა მებრძოლებს ტავისთან უხმო და ისინიც ჩრდილოეთ კავკასიისკენ დაიძრნენ. არაა გამორიცხული, სულ მალე „ტყის ძმების“ რიცხვი 3.000 ბოევიკამდე ავიდეს. საინტერესოა, როგორ მოხვდებიან ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში? რასაკვირველია, ყველაზე ადვილი გზა იქ საქართველოს გავლით გადასვლაა, მით უმეტეს, რომ ჩრდილოკავკასიელი „ბოევიკების“ მიმართ საქართველოს ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია“.

„ჩვენი მონაცემებით, იატაკქვეშა დაჯგუფებების მეთაურებს მატერიალური მხარდაჭერა აქვთ საზღვარგარეთელი სპონსორებისგან და ახალი მებრძოლების მიღებას ელიან. კადაფის ჯარისკაცებიდან დაახლოებით 3 000 შეიძლება გახდეს „ტყის ძმა.” - ატყობინებს ერთ-ერთ მედიასაშუალებას „სანდო წყარო რუსული პრესსამსახურებიდან“.

„წყარო“ უფრო შორსაც მიდის და „საქმეში“ საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანიც გაჰყავს: „რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თქმით, „ლიბიის ომის შემდეგ, დაქირავებულ ბოევიკებს, შეუძლიათ, მწყობრად მოახდინონ მიგრირება საქართველოსა და აზერბაიჯანში, ხოლო იქიდან ჩრდილოეთ კავკასიაში.”

„წყაროს” ცნობით, რუსი მესაზღვრეები ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ხშირად აფიქსირებენ უპილოტო თვითმფრინავებს, მათ შორის, ქართული მხარის კუთვნილს და საქართველოდან „მოსალოდნელი საფრთხეებისგან” თავის დასაცავად უკვე საზღვრებსაც ამაგრებენ. თუმცა მაინც შიშობენ იმის გამო, რომ თურმე, რუს მესაზღვრეებს საზღვრის დაცვა ზამთარში ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მთიან რაიონებში და „ამიტომ ბოევიკებს დიდი შანსები ეძლევათ შეუმჩნევლად გაიარონ ეს გზები.”

რუსული სპეცსამსახურები რუსულ გაზეთებს „ოპერატიულ” ინფორმაციებსაც უმხელენ და აცხადებენ, რომ „გამოცდილი მკვლელები იარებს მოიშუშებენ, ძალებს აღიდგენენ და აზრსა და გონებას ბოევიკთა საყვარელ ადგილზე – პანკისის ხეობაზე გადაიტანენ. იატაკქვეშეთის ხელმძღვანელები კი არ დაიშურებენ სპონსორების ფულს, რათა თავიანთი დასუსტებული რიგები შეავსონ.”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100