სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვიშა, ნაფოტები და მავთულები სასმელ წყალში - "ფეისბუქის" მომხმარებლის ექსპერიმენტი

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი, თამარ ლომიშვილი სოციალურ ქსელში ექსპერიმენტის შესახებ წერს, რომელიც სასმელ წყალთან დაკავშირებით ჩაატარა.

ლომიშვილი ექსპერიმენტის შედეგის დამადადასტურებელ ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია და მას ქვიშა, მავთულები და ნაფოტები მოჰყვება.

"მეგობრებო, ეს ფოტოები სათითაოდ გახსენით და დააკვირდით. ჩავატარეთ ექსპერიმენტი. ონკანს თავზე დავახვიეთ მარლა და წყალს ასე ვფილტრავდით. ორი კვირის შემდეგ, შედეგად მივიღეთ ეს დაგროვილი ნაგავი. ამ მასაში არის ქვიშა, მავთულები და ნაფოტები... აი, ასეთ წყალს ვსვამთ. რა კუჭი და ნაწლავები უძლებენ ამ საზიზღრობას?! ხმა ამოვიღოთ ხალხნო, ეს რა უბედურებაა? სიკვდილში ვიხდით ფულს, სიკვდილს ვყიდულობთ, თანაც, წამებით სიკვდილს გვწყალობენ", - წერს ლომიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100