სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედის პასუხი აღშფოთებულ საზოგადოებას

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთი უწყინარი ფოტოს გამო ხმაური ატყდა. სურათზე პატარა ელენიკოს თავზე შავი თავსაფარი აქვს მოხვეული, კომენტარებში კი ბავშვის დედა წერს, რომ შვილის ოჯახს მონაზვნობა გაახარებდა. (სტატია იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=9&AID=14427 )

სიტუაციაში ბოლომდე გასარკვევად droni.ge ელენიკოს დედას რუსა ბასილაშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

„იცით რა, ვნახე ეს ყველაფერი და არ ველოდი ნამდვიდად ასეთ რეაქციას. ჯერ ერთი მართლა ხუმრობით გადავიღეთ ეს ფოტო. მეორეც მე ბედნიერი ვიქნები თუკი ღმერთი ამას დაუშვებს, უფლის გარეშე არაფერი არ ხდება. თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე ჩემს შვილს ისე ჩამქოლეს :) . სწორი გზა აირჩიოს და სხვა არაფერი მინდა და ესეც მისი გადასაწყვეტია... ყველა ნორმალურ დედას შვილისთვის კარგი უნდა. სამწუხაროა, რომ მათ შორის ძალიან ცოტაა ვინც ფიქრობს, რომ მართლა ვხუმრობდით. ვწუხვარ ქართული საზოგადოების გამო..“ განაცხადა droni.ge-სთან საუბრისას რუსა ბასილაშვილმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100