სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილმა სოფა ლანდვერთან ისადილა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის აბსორბაციის მინისტრ სოფა ლანდვერთან სამუშაო სადილი გამართა. მხარეებმა საქართველოისრაელის თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ქართულ–ებრაული 26 საუკუნოვანი იუბილის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.

„უაღრესად მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში. ამ მეგობრობის მნიშვნელობა ჩვენთვის შეუფასებელია და გვსურს, რომ ეს ისტორია ცოცხლად შევუნახოთ მომავალ თაობებს საქართველოსა და ისრაელში,“–აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100