სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხის საკრებულოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

ლაგოდეხის საკრებულოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. სასწრაფო დახმარება საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბატაშვილს დასჭირდა, რომელიც საკონკურსო-საატესტო კომისიას ხელმძღვანელობდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მარინა სიფრაშვილის თქმით, პაციენტს მაღალი არტერიული წნევა და გულის რითმის დარღვევა ჰქონდა. ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მისი სტაციონარში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

საკრებულოში გამგებლობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს დილიდან ხმაურია. საატესტატო კომისიის წევრებს გამგებლობის კანდიდატი უნდა დაესახელებინათ. ”ქართული ოცნების” წევრის კოტე კაპანაძის მომხრეები კომიის სხდომაზე რამდენჯერმე შეიჭრნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კომისიამ გამგებლობის კანდიდატად ასევე ”ქართული ოცნების” წევრი ვალერიან ალიბეგაშვილი დაასახელა, რაც კაპანაძის მომხრეებმა გააპროტესტეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100