"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ"
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ. ღამის სიბნელე კი სულს აუფორიაქებთ და იწყებენ ფიქრს, როგორ შეეწინააღმდეგონ მშობლებს, სამაგიერო როგორ მიაგონ. ეშმაკიც ერევა ამ საქმეში და შეიძლება ბავშვები სასოწარკვეთამდეც მივიდნენ. დღისით კი ბავშვები თამაშით ერთობიან და წყენაც ავიწყდებათ.
ასევე, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერიდონ მშობლები შვილების ფიზიკურ დასჯას. ტკბილი სიტყვით და მოთმინებით გააგებინონ ბავშვს, რომ არასწორად იქცევა
წმიდა პაისი ათონელი" - ასეთ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.
კომენტარი