აშშ-ში მიწისძვრა მოხდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ოკლაჰომას შტატის სამხრეთით დაფიქსირდა.
ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოკლაჰომა სითიდან 71 კილომეტრის მოშორებით, 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა, თუმცა ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარი