სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მათ ოქროს ახალგაზრდებს უწოდებენ, რადგან მილიარდები მემკვიდრეობით მიიღეს

„ოქროს ახალგაზრდები“ ასე ეძახიან იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელთა შესახებაც ახლა გიამბობთ. ისინი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქონების მემკვიდრეები არიან და შესაბამისად მათი ცხოვრებაც განსხვავებულია.

მაშ ასე, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მემკვიდრეების პირველი 5-ეულის წევრები არიან:

მარტა ორტეგა-პერესი დემოკრატიული მოდის პრინცესაა და მისი ქონება 64 მილიარდ დოლარს შეადგენს. ესპანური კომპანია ინდიტექსის პრეზიდენტის ქალიშვილი სიმდიდრესთან ერთად განთქმულია ცხენოსნობის სიყვარულით.

მამამ მას დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ბავშვობაში ასწავლა, მარტამ ცხოვრება პრივილეგიების გარეშე დაიწყო, საკუთარ იმპერიაში მისი პირველი თანამდებობა გამყიდვილის პოზიცია გახლდათ. ზარას, ბერშკას, მასიმო დუტისა და სხვა ცნობილი ბრენდების მფლობელის ქალიშვილი ჯერ ლონდონის ბერშკაში მუშაობდა ტანსაცმლის გამყიდვლად, შემდეგ კი ბარსელონასა და შანხაის ფილიალებში კლერკად.

დღედღეობით 30 წლის მარტა კარიერული კიბის სათავეშია და ინდიტექსის ცენტრალურ ფილიალებში მუშაობს.

დემოკრატიული მოდის მეფის ქალიშვილი ესპანური საცხენოსნო სპორტის ვარსკვლავზე სერხიო ალვარდეს მოიეზეა დაქორწინებული, ადამიანზე, რომელიც მამამისს ძალიან უყვარს.

დელფინა არნო 26 მილიარდი დოლარის მფლობელია, საკუთარ სამშობლო საფრანგეთში „ფუფუნების ინდუსტრიის ნაპოლეონს“ და „ქაშმირის პალტოში გამოწყობილ მგელს“ ეძახიან.

39 წლის არნო ევროპის უმდიდრესი ადამიანის ქალიშვილი და Louis Vuitton, Givenchy, Guerlain, Chaumet, Moët & Chandon, Hennessy და სხვა ცნობილი ბრენდების კონცერნის LVMH-ის ხელმძღვანელია. ის ბავშვობიდან განსაკუთრებულ ფუფუნებაში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ დელფინას დამსახურებით მისი ოჯახის ქონება რამდენიმე მილიარდითაა გაზრდილი. მილიარდერი ბიზნესლედის მთავარი გატაცება გამოფენებსა და კონფერენციებზე სიარული გახლავთ.

შეიხი ჰამდანი 18 მილიარდი დოლარის მფლობელია. დუბაის ემირატის ტახტის მემკვიდრე 32 წლისაა, სიმპათიურია, ბევრს მოგზაურობს, ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მხედრად. ხარჯავს კოლოსალურ თანხებს ცხოველებსა და ქველმოქმედებაზე. მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და წერს ლექსებს. მისი მთავარი გატაცება კი სპორტია, განსაკუთრებით გატაცებულია მისი ექსტრემალური სახეობებით და უკავია დუბაის სპორტული კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი.

ვიქტორია მიხელსონის ქონება 15,6 მილიარდს შეადგენს და ის რუსეთის ყველაზე მდიდარი საპატარძლოა. ნოვატეკის ხელმძღვანელის ლეონიდ მიხელსონის ქალიშვილი მოკრძალებული ადამიანია და არ უყვარს საჯარო ცხოვრება, არ დადის მოდურ წვეულებებზე, გაურბის რეპორტიორებს, დაკავებულია ფილანტროპიით, გახლავთ ბავშვთა საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი. მედიასთან არ დასტურდება, მაგრამ ამბობენ, რომ 6 წლის წინ ვიქტორიას ძმა შეეძინა, რის გამოც მილიარდერი მამის ერთადერთი მემკვიდრე აღარ არის.

ოქროს ახალგაზრდების სია წარმოუდგენელი იქნებოდა 72 მილიარდის მფლობელი ბილ გეიტსის შვილების, ჯენიფერის, რორისა და ფობეს გარეშე, რომლებსაც მამა ფუფუნების უფლებას არ აძლევს, მაგალითისთვის ბავშვებს 13 წლამდე საკუთარი მობილური ტელეფონები არ ჰქონდათ.

სიაში ვერ მოხვდა 700 მილიონის მფლობელი, მილიონობით ადამიანის შურის ობიექტი ალეგრა ვერსაჩე, რომელიც ვერსაჩეს იმპერიის ერთადერთი მემკვიდრეა. დონატელა ვერსაჩეს ქალიშვილის მსგავსად ზემოთხსენებული პიროვნებების ფონზე ღატაკებად ჩანან ლეგენდარული როკფელერების მემკვიდრეები, ასევე ლეგენდარული არისტოტელე ონასისის 2,5 მილიარდის მფლობელი შვილიშვილი ათინა და სხვანი. მსოფლიო დონეზე "ვერ გაქაჩა" ვერც ივანიშვილის მიალიარდებმა, ქართველი ოლიგარქის ქონების 4 შვილზე გადანაწილების შემდეგ, ბერას და მის და-ძმებს დაახლოებით 2-2 მილიარდი შეხვდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100