სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძიძა, რომელმაც ერთი წლის ბავშვი დასახრჩობად გაიმეტა...

ლონდონში 24 წლის ძიძა ეჭვმიტანილია ერთი წლის ბავშვის სიკვდილში. მან აბაზანაში ბავშვი 45 წუთით მიატოვა და ამ ხნის განმავლობაში მეზობელთან ერთად ალკოჰოლურ სასმელებს იღებდა. მოგვიანებით კი როცა ბიჭუნას მიაკითხა იგი უკვე აღარ სუნთქავდა.

დანიელ რივზმა დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბიჭუნას გადარჩენა ვერ მოხერხდა, ქალბატონი კი სამართალდამცავება დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში დანიელმა დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმის, რომ იგი სვამდა მთვრალი არ ყოფილა და არც ბავშვი არ მივიწყებია, უბრაოდ თვლიდა, რომ ერთი წლის ბიჭუნა წყლით სავსე აბაზანაში სათამაშოებით ერთობოდა.

მოსამართლემ საქმის განხილვა ერთი თვით გადადო, დანიელ რივზს კი ამ დროის განმავლობაში გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს და დადგინდეს მისი ფსიქიკური მგომარეობა.

ეჭვმიტანილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ქალი უკანასკნელი დროის მანძილზე დეპრესიით იტანჯებოდა და ამის ფონზე შეურაცხადად უნდა იქნეს გამოცხადებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100