სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენები

გთავაზობთ გასული კვირის (3-10 მარტი) ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებმაც მსოფლიო პრესისა და საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა.

კონგოს ქალაქ გომში სამგზავრო თვითფრინავი Fokker 50 საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა. თვითმფრინავში 40 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, გარდაცვლილია 36 ადამიანი.

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავასი 13 წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ გარდაიცვალა. ყველაზე ექსცენტიული პრეზიდენტი კიბოს ემსხვერპლა. ჩავესის სიკვდილს საზოგადოების ერთი ნაწილი გლოვობს, ხოლო მეორე მოხარულია, მაგრამ გულგრილი ამ ფაქტს მსოფლიოში არავინ შეხვედრია.

ევროკავშირმა ბულგარეთი და რუმინეთი შენგელის ზონაში არ მიიღო. ფორმალურ მიზეზად კორუფციის დაუმარცხებლობა დასახელდა.

ანტრაკტიკის ოკეანეში რუსმა მეცნიერებმა ბაქტერიის უცნობი სახეობა აღმოაჩინეს. კვლევა პეტერბურგის გენეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ტარდება. „როგორც ჩანს დროა სუპერმარკეტები მინერალური წყლით მომარაგდეს.“-წერს უცხოური მედია

კენიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ერთ დღეს - პრეზიდენტი, სენატორი, გუბერნატორები და სხვა თანამდებობის პირები. კენიის პრეზიდენტი ყოფილი ფინანსთა მინისტრი 51 წლის უხურუ კენიატა გახდა.

საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე ჩეხეთის პრეზიდენტს, ვაცლავ კლაუსს იმპიჩმენტი გამოუცხადეს. ბრალდება- იანვრის ამინისტია და ფინანსური მაქინაციების გამოძიების შეწყვეტა გახდა.

თანამდებობა დატოვა მოლდოვეთის კიდევ ერთმა პრემიერ მინისტრმა. პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყანაში პრეზიდენტიც კი რამოდენიმეჯერ შეიცვალა. ექს პრემიერი ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას ჩაუდგა სათავეში და მხოლოდ პარტიული საქმიანობით შემოიფარგლება.

მალტაზე საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა პარტიამ გაიმარჯვა. პარტიის ხელმძღვანელი ლოურენს გონცი 2004 წლიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრია. გონცისთვის არჩევნების შედეგი მორიგი გამარჯვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100