"თბილისის მიკროავტობუსის" ქონების დაყადაღება მიმდინარეობს
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ქონების დაყადაღება მიმდინარეობს. გლდანის ავტოპარკში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან ,რომლებიც კომპანიის მიკროავტობუსებს აყადაღებენ.
აღსრულების
ეროვნულ ბიუროში შესულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, კრედიტორი საქმეში არის სააქციო საზოგადოება
"თიბისი
ბანკი”, მოვალე კი კომპანია "თბილაინი".
უწყების ინფორმაციით, საქმე საკრედიტო დავალიანებას ეხება.
"მიმდინარეობს
სააღსრულებო
პროცესი, რომლის ფარგლებშიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დააყადაღეს კომპანია "თბილლაინის"
ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება (ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსები).
აღსანიშნავია,
რომ სულ დაყადაღდება 153
ერთეული, რაც საერთო რაოდენობის მცირე ნაწილს შეადგენს",
- აცხადებენ
უწყებაში.
ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, გლდანის ავტოპარკში დაყადაღდება 95 ერთეული ავტოტრანსპორტი.
უწყების ცნობით, საკრედიტო დავალინაება 2 მილიონი ევროა.
კომენტარი