ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფალია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
კომენტარი