სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე კელი დენიანი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დენიანი წარადგინა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. წარდგენილი ელჩის კანდიდატურას სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

დენიანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დროისათვის აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველია. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დენიანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

დენიანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე სამართლიდ დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100