სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმიადაშვილი ევროპის ჩემპიონია!

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვეტერან მოჭადრაკეთა შორის ქართველმა თამარ ხმიადაშვილმა ოქროს მედალი მოიგო!

ხმიადაშვილმა 9 ტურში 7 ქულა დააგროვა და კონკურენტთაგან მიუწვდომელი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის სულ 12 მოჭადრაკე იყო: 2 ქართველი და 10 რუსი. ჩვენი ქვეყნის მეორე წარმომადგენელმა, ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა მეხუთე ადგილის დაკავება მოახერხა.

რაც შეეხება ჩემპიონს: თამარ ხმიადაშვილმა ოქრო ბოლო ტურში გაინაღდა, როცა რუსი იულია სავინოვა დაამარცხა და პარალელურად კი, ასევე რუსმა ელენა ფატალიბეკოვამ მხოლოდ ყაიმი გაახერხა თანამემამულე ლუბა კუზნეცოვასთან. ამგვარად, ხმიადაშვილი სალონიკიდან ტრიუმფით დაბრუნდა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100