16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
იყავით ღიმილიანი, შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა გარშემო მყოფებთან. დილა შეხვედრებს, ახალი საქმეების დაწყებას დაუთმეთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა.
კურო
შეიტანეთ კორექტივები ახალ საქმეებში, გეგმებში. კარგი დღეა ოჯახური და საქმიანი შეხვედრის დასაგეგმად. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, კომფორტსა და გარეგნობაზე.
ტყუპი
მთელი დღე შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გაატაროთ. სიამოვნებას მიიღებთ ბავშვებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით. საღამოს შეადგინეთ სამოქმედო გეგმა.
კირჩხიბი
მშვიდად იგრძნობთ თავს ოჯახურ, მშობლიურ გარემოში. თუ აუციელებლობა არ ითხოვს, სამსახურში ნუ წახვალთ. საღამოს ენერგიულობა მოიმატებს და მოქმედებას, მიზნების განხორციელებისთვის ბრძოლას შეძლებთ.
ლომი
დაიწყეთ დღე პოზიტიური, გამაჯანსაღებელი პროცედურებით. კარგი დღეა შეხვედრების და ურთიერთობისთვის. მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ შოპინგი, სეირნობა. საღამოს მოაგვარეთ ბიზნეს და პირადი საკითხები.
ქალწული
დილა მშვიდი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად მიირთვით ყავა, განიხილეთ მიმდინარე საკითხები. დაგეგმთ სამომავლო საქმეები. კარგი დღეა რჩევებისა და ინფორმაციების გაცვლისთვის.
სასწორი
დილას სასიამოვნო სიახლეები გელით. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ იმიჯზე ზრუნვას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. კარგი დღეა სამოსის გადასაკეთებლად, ოთახში დიზაინის შეცვლისთვის.
მორიელი
დღეს თავისუფალი გრაფიკით უნდა იმოქმედოთ. აკეთეთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ეცადეთ, არავინ მოგაქციოთ საკუთარი გავლენის ქვეშ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი მიზნების განხორციელებას.
მშვილდოსანი
დილიდან შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. თუ ვალები და ვალდებულებები გაწევთ მხრებზე, პირველ რიგში მათი მოგვარება გმართებთ. საღამო ბიზნესსაკითხები მოგვარებას დაუთმეთ.
თხის რქა
საღამომდე საკუთარი სურვილის მიხედვით იმოქმედეთ. შუადღის შემდეგ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ახალი საქმეების დაწყება არ გაგიჭირდებათ. გააუმჯობესეთ საქმიანი და პირადი კონტაქტები. აღადგინეთ ძველები.
მერწყული
დილა დასვენებას, სასიამოვნო გარემოში დროს ტარებას დაუთმეთ. გაიფართოეთ თვალსაწიერი. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. საღამოს შეადგინეთ ბიზნესგეგმა.
თევზები
თუ დასასვენებლად ხართ ან ვალდებულებებისგან თავისუფალი, მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სეირნობას, თვალსაწიერის გაფართოებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მშობლები, საყვარელი ადამიანი ან ბავშვები თქვენს მანიპულირებას შეეცდებიან.
კომენტარი