სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა!

ბაქოში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი გაიხსნა. კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით, სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსმა“ ადგილობრივ პარტნიორ კომპანიასთან ერთად 2 000 000-მდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სერვის ცენტრი განთავსებულია 5000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება მსუბუქ ავტომობილებს. ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება „თეგეტას აკადემიის“ ფარგლებში და უზრუნველყოფენ მარალკვალიფიციურ სერვისს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი.

„თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი კომფორტული გარემოში.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარ წარმომადგენლობას უცხო ქვეყანაში გახსნა.

„აზერბაიჯანის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია, რომელიც მზარდია ამ ბიზნესის მიმართულებით და დიდი პოტენციალი გააჩნია, თანაც ამ ქვეყნის ბაზარზე არ არსებობს კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროში, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს პროდუქტებისა და მომსახურების კუთხით ადგილობრივ მომხმარებელს. შესაბამისად, დღეს „თეგეტა მოტორსს“ თავის პორტფელში არსებული სერვისების და პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არც აზერბაიჯანში, არც კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში კონკურენტი არ ჰყავს“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, კომპანია გამოირჩევა ავტო სერვისის უნიკალური კონცეფციით. იგი Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს. „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Dayco, Contitech, Schaeffler, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100