სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალ XII-ის პრეზენტაცია და ნიაზ დიასამიძის ანბანი თიბისი გალერეაში

თიბისი გალერეაში ჟურნალ XII-ის იანვრის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მოწვეული რედაქტორია თიბისი ბანკი.

პრეზენტაციის პარალელურად, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა პირველად ენახა მომღერალ ნიაზ დიასამიძის მიერ ანბანის თემაზე შესრულებულ ნამუშევრები პრინტის სახით.

ნიაზის სერია „ქართული ანბანი“ ჟურნალის მთავარ თემას - პროექტ #წერექართულად იდეას ემთხვევა. სწორედ ამიტომ ჟურნალ XII-ის ყდაზე, ასევე თიბისი გალერეაში ნიაზ დიასამიძის ნამუშევრების პრინტები განთავსდა ქართული ანბანის თემაზე.

ჟურნალ XII-ის გვერდებიდან გაიცნობთ ადამიანებს, რომლებმაც თიბისისთან ერთად 2016 წელი შექმნეს. ბიზნესკომპანიების დამფუძნებლები, არტისტები, მორაგბეები, გამომგონებლები - ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავიანთ სფეროში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს და გასული წლის გმირებად იქცნენ.

როგორ უყურებენ თავის კარიერას საქართველოში ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის ლიდერები - მორაგბეები; რას ქმნიან ქართველი არტისტები, რომლებმაც დაიწყეს ბიზნესთან აქტიური კოლაბორაცია და როგორია ის ახალი ფორმები, რომელშიც ისინი მუშაობენ; როგორ უყურებენ თავის წარმატებას ბიზნესკომპანიების დამფუძნებლები, რომლებმაც მოიპოვეს ლიდერობა ბაზარზე სხვადასხვა სფეროში; რას ქმნიან ახალგაზრდა მეცნიერები და როგორი მომავალი ექნებათ მათ - ეს ის თემებია, რომელსაც ჟურნალ XII იანვრის ნომერში გთავაზობთ.

„ყველაფერი, რასაც ამ ნომერში ნახავთ ჩვენი თანამედროვეობის ნაწილია. იმ მოვლენების ასახვაა, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება და გარემოს ცვლის. ადამიანები, რომლებზეც მოგითხრობთ, არიან შემოქმედებითი, გულწრფელი და თავგადასავლის მოყვარული ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და შექმნეს ფასეულობა. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ეს ნომერიც ფასეული გამოგვივიდა და ბევრისთვის ის შესაძლოა შთაგონების წყაროდაც იქცეს,“ - აცხადებს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი, ნინო ეგაძე.

„ვეცადეთ გვეპოვა ყველაზე საინტერესო გზები ამ ისტორიების გადმოსაცემად და გასაზიარებლად. უნიკალური მასალა გამოგვივიდა - შეიქმნა საინტერესო დიზაინი, ფოტოები და ტექსტები, რომელმაც ჩვენი ჟურნალი მრავალფეროვანი გახადა, როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად. ჩვენს მკითხველს დიდი სიამოვნება ელის წინ,“- აცხადებს ქეთა ლომიძე, ჟურნალ XII-ის დამფუძნებელი.

ჟურნალი დღეიდან უკვე გაყიდვაშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100