სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცმა ძმა მშობლების თვალწინ მოკლა

ვანის რაიონის სოფელ ყუმურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფით, მშობლების თვალწინ მოკლა.
1998 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს დაბადებულ კ. გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა - 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100