რა იწვევს ცელულიტს და როგორ უნდა დავიცვთ მისგან თავი?
ცელულიტი თანამედროვე ქალბატონებისთვის აქტუალური პრობელმაა, სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ მისი მთავარი მიზეზი გახლავთ ცელულიტის ბუნებისა და მასთან ბრძოლის ხერხების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი.
გავრცელებულია აზრი თითქოს ცელულიტს ჭარბი წონა იწვევს, თუმცა ეს მოსაზრება არასწორია, რადგან აღნიშნული პრობლემა გამხდარ გოგონებსაც აწუხებთ.
Grossman Dermatology-ის სპეციალიტების განცხადებით ცელულიტი დიეტისა და ლიპოსაქციის შედეგად ჩნდება, რადგან ორივე შემთხვევაში ხდება წონაში სწრაფი კლება და შემდეგ თითქმის იგივე სისწრაფით დაკარგული კილოგრამების აღდგენა. შედეგად კანის ელასტურობა ქვეითდება, ცხიმი არაბუნებრივად იწყებს დაგროვებას და სხეული უშნოვდება.
სპეციალისტები გვირჩევენ სხეულის მასის დაცემა ნელი ტემპით ვაწარმოოთ, დავკავდეთ სპორტით, იოგით და სხეულისთვის სასარგებლო პროცედურებით.
კომენტარი