როდის იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი აბორტის აკრძალვაზე?
აბორტის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე ჯანდაცვის კომიტეტში მუშაობა მომავალ სასესიო კვირაში დაიწყება. კანონპროექტის შედგენაში მონაწილეობას ექსპერტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიღებენ.
ჯანდაცვის
კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სელექციური აბორტები უნდა
აიკრძალოს. მისივე განმარტებით, აბორტის აკრძალვამ შესაძლოა არალეგალური აბორტების
რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ორსულთა სიკვდილიანობას გაზრდის,
ამიტომ კანონი მოქნილი უნდა იყოს.
უმცირესობის წევრ გიგი წერეთლის განცხადებით, აკრძალვა პრობლემას ვერ გადაჭრის.
მისივე თქმით, ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონი მოქმედებს
და მისი გამკაცრება აბორტის რიცხვს ვერ შეამცირებს.
აბორტის აკრძალვის რეკომენდაციით მთავრობას პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში
მიმართა.
კომენტარი