საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2 104 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 383 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 857 ადამიანი იმყოფება
კომენტარი