სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთელი პერიოდის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს და არჩევნების დღეს გავაკონტროლებთ სიტუაციას - ბადრი ჯაფარიძე

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ განცხადებას „ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოქტომბრის არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება აუცილებელია.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროა, რომ NDI-მ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პანდემიით შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე. თუმცა, კონტაქტი აქვთ ეუთო/ოდირთან, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში მონიტორინგის განსახორციელებლად.

„ჩვენ უნდა აღკვეთოთ ყველა დარღვევა და ხელისუფლებას არ მივცეთ ხმების მოპარვის შესაძლებლობა. ფაქტია, რომ უნდა ვიყოთ მობილიზებულები. ამისთვის აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოსვლა. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, გავუწევთ მონიტორინგს ამ პროცესს. მალე შეიქმნება იმ ტიპის შეთანხმება, რომელიც ხმების დაცვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ცდუნება ექნება, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესს. მთელი პერიოდის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს და არჩევნების დღეს გავაკონტროლებთ სიტუაციას. ადამ კიზინგერის განცხადება ადასტურებს იმას ,რომ როდესაც საუბარი არ არის საფრთხეზე თურქეთის მხრიდან, ეს ემსახურება ერთ მიზანს - მოხდეს ყურადღების გადატანა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემებიდან. ცხადია, ეს არის რუსი პოლიტიკოსების ინტერესებში, რომ არარსებულ საფრთხეზე ისაუბრონ,“-აცხადებს ჯაფარიძე.

„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ფოკუსი უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღიურად ხდება იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების შელახვა. ამიტომ ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიწყოთ დეოკუპაციის პროცესი,“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100