„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ამჟამად ძალაუფლება არ გააჩნია, იგი დარბის მოედნებსა და სახურავებზე ისე, როგორც მარტის კატა“ - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განცხადებით, საქართველოსთან მის ქვეყანას ურთიერთობები გაუფუჭდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გამო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ტასთან ინტერვიუში, “20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ ისაუბრა.
პუტინმა განაცხადა: „ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ამჟამად ძალაუფლება არ გააჩნია, იგი დარბის მოედნებსა და სახურავებზე ისე, როგორც მარტის კატა“
„მე მას არაერთხელ ვუთხარი, არ გადაჭრას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი ძალის გამოყენებით, რაზეც მპასუხობდა რომ არ იზამდა, თუმცა მან ეს გააკეთა, რის გამოც მიიღო კიდეც“.
პუტინმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოს საკითხი ინტერვიუს მსვლელობის დროს, რა დროსაც განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭება და დაძაბული ვითარება სააკაშვილის ბრალია და ამის გამო მადლობა მას უნდა გადაუხადონ- „ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვისგან გვერდზე გადგა. აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მათ მადლობა სააკაშვილს გადაუხადონ“.
კომენტარი