წარმატებული ქართველი კალათბურთელი, რომელიც 5 წელია იტალიაში ასპარეზობს - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ლევან ბაბილოძესთან
ახალგაზრდა, სიმპათიური და წარმატებული კალათბურთელი
ლევან ბაბილოძე უკვე 5 წელია იტალიაში თამაშობს.
კალათბურთელი 20 წლისაა და ამ ეტაპზე
ბათუმში ასპარეზობას.
ის ამბობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება იტალიაში. ლევანს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
დრონი.ჯი კალათბურთელს
დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ლევან, დრონი.ჯის მკითხველს შენი თავი უკეთ რომ გავაცნოთ, მოგვიყევი შენს შესახებ.
- კალათბურთის თამაში 7 წლის ასაკში
ბათუმში დავიწყე. როდესაც 14 წლის გავხდი, თბილისში, შსს აკადემიის გუნდში ჩამოვედი, სადაც ერთი წელი ვითამაშე და შემდეგ წავედი იტალიაში. იქ 5 წელია რაც ვთამაშობ. ბოლო წელს მივიღე მუხლის ტრავმა, რასაც სავიზო პრობლემები დაემატა და წელს გადავწყვიტე, რომ ბათუმის გუნდში გავაგრძელო კარიერა.
რამდენიმე დღის წინ მოვაწერე კონტრაქტს ხელი.
ძალიან მიხარია რომ
ჩემს ქალაქში დავბრუნდი სათამაშოდ.
- ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი ნელ-ნელა ყურადღების ცენტრში ექცევა, ხალხი თქვენს გაცნობას იწყებს და პოპულარული ხდები, როგორი დამოკიდებულება გაქვს პოპულარობასთან?
- პოპულარობასთან რა ვიცი, რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენს მოსწონს პოპულარობა, ეს იგივე წარმატებაა.
- როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა საქართველოს ნაკრებს იმის რესურსი, რომ მსოფლიო ასპარეზზე სახელი გაითქვას, როგორც საუკეთესომ?
- კი,
ნამდვილად არის ამის რესურსი, მაგრამ რამოდენიმე წელი დაგვჭირდება მსოფლიო ასპარეზზე გამოსაჩენად. ძალიან ბევრი ახალგაზრდა,
კარგი ტრენერი და მოთამაშე გამოჩნდა, რაც ძალიან სასიხარულოა და იმედია მალე მივალთ დიდ შედეგამდე.
- რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
- რა გითხრა, ჩემს ცხოვრებაში არაფერს არ შევცვლიდი ყველაფერი კარგათ მიდის, ყოველ შემთხვევაში მე
კმაყოფილი ვარ.
- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ, მოგვიყევი როგორია შენი სიყვარულის ისტოია?
- დიახ შეყვარებული მყავს,
რომელიც ზაფხულში გავიცანი,
მალევე გავუგეთ ერთმანეთს.
რაც ერთად ვართ, მას შემდეგ არცეთი ჩემი თამაში არ გამოუტოვებია, მიუხედავად იმისა,
რომ მუშაობს და დრო ფაქტიურად არ
აქვს. სასიამოვნოა, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი ყველა შენს თამაშს ესწრება და ტრიბუნაზე ხედავ. უკვე
კალათბურთშიც ერკვევა და ძალიან შეუყვარდა ეს სპორტი.
- ალბათ, ბევრი თაყვანის მცემელი გყავს, როგორი დამოკიდებულება გაქვს გოგონებთან, რომელბსაც მოსწონხარ და ამას არ მალავენ?
- რაც შეხება სხვა გოგოებს,
რა თქმა უნდა, მათ მიმართ ყურადღებას არ ვიჩენ და ეს ძალიან ლოგიკურიცაა.
მე მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს , მაგრამ რაღაც მხრივ სასიამოვნოა ყურადღება.
- შენი სამომავლო გეგმების შესახესებ გვითხარი...
- წელს ბათუმის გუნდში ვითამაშებ და იმედია სამომავლოდ მოვაგვარებ საბუთების პრობლემას, დავბრუნდები ისევ იტალიაში და იქ გავაგრძელებ კარიერას.
კომენტარი