სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სპეცრაზმმა მომიპარა სახლიდან" - საქართველოში დაბრუნებული თამაზ შავშიშვილი მისი გატაცების დეტალებს იხსენებს

რუსთავი2-ის ოპერატორმა, თამაზ შავშიშვილმა, ბორანი დატოვა. მან დეტალურად ისაუბრა თუ როგორ მოხდა მის სახლში უკრაინის სპეცრაზმის შევარდნა.

თამაზ შავშიშვილის განცხადებით, მას იარაღის კონდახით სცემეს, ძირს დააგდეს და ხელ -ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს. მისივე თქმით, ის სპეცრაზმმა სახლიდან მოიპარა.

„11 საათზე შემოვარდნენ 15 შეიარაღებული. სახეში ჩამარტყეს იარაღი, ძირს დამაწვინეს და ფეხებით მირტყამდნენ. ფეხები და ხელები შემიკრეს "სკოჩით". ჩამაგდეს მანქანში. ორჯერ გამოცვალეს ეს მანქანა. მომიპარეს სახლიდან, ფაქტობრივად. მერე ვერტფრენში ამიყვანეს. ჯერ წამიკითხეს, სამი წელი ვერ შემოხვალ უკრაინაშიო. ვერტფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. აღმოვჩნდი მერე გემზე. მეც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩვეულებრივად მომიპარეს. სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა,“ - განაცხადა თამაზ შავშიშვილმა.

მისივე თქმით, მას აქვს ერთი კვირის წინ მიღებული აკრედიტაცია, სადაც წერია, რომ უფლება აქვს, უკრაინაში იმუშაოს და მისი პროფესიული მოვალეობა შეასრულოს.

თამაზ შავშიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მოითხოვოს ქართულმა მხარემ პასუხი იმაზე, რაც მისი მოქალაქეების მიმართ მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100