სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა გალარების შესახებ კლიენტების კითხვებს უპასუხა

თიბისი ბანკში სესხების გალარების თემაზე მომხმარებლებთან შეხვედრა გაიმართა. სესხების გალარების პროგრამის შესახებ კლიენტების შეკითხვებს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ უპასუხა. სესიის მიზანი სესხების გალარების შესახებ მომხმარებლებისათვის სრული, პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება იყო.

„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა კლიენტებმა ამომწურავი პასუხი მიიღონ პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე. ჩვენ მათ ვესაუბრეთ ლარში სესხებსა და დოლარში სესხებს შორის სხვაობაზე, გაცვლით კურსზე, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე.

ყველა ის საკითხი მოვიცავით, რომელიც უკავშირდებოდა სესხების გალარების თემას. პროგრამის დასრულებამდე კლიენტების გააქტიურებას ველოდებით.

ჩვენი მიზანია, რომ მათ თავად მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება საკუთარ სესხებთან დაკავშირებით და ინფორმაცია ჰქონდეთ ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც ლარისა თუ დოლარის სესხზე ახდენს გავლენას,“- აცხადებს გიორგი შაგიძე.

შეხვედრა თიბისი ბანკში საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100