"ხუდონჰესის კალიბრის პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ ამას ანალიზი ჭირდება"
"ხუდონჰესი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, იმისთვის რომ ქვეყანამ მიიღოს დამატებითი ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში, მაშინ როდესაც ჩვენ განსაკუთრებით გვიჭირს ელექტროენერგია. რა თქმა უნდა ამ პროექტს პრობლემები ახლავს, რომელთა შორის ყველაზე მძიმე, ყველაზე მტკივნეული ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, რომელსაც ჩვენ ძალიან განვიცდით.
ეს ძალიან ფაქიზი თემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვეუბნები ჩვენს ძმებს სვანებს, რომ აუცილებლად თითოეული იქ მცხოვრები ადამიანის ინტერესები იქნება გათვალისწინებული და მხოლოდ ასე მოხდება ამ პროექტის განხორციელება" - აცხადებს ვიცე პრემიერი კახა კალაძე.
რა მოსაზრება აქვთ ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით მთავრობის სხვა წევრებს და როგორია მათი პოზიცია. ამ საკითხზე კომენტარს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აკეთებს:
" ზოგადად, ამ კალიბრის პროექტები ყოველთვის მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ანალიზი არ ჭირდება. უფრო ინტენსიური და ფართო ფრონტის ანალიზი ჭირდება, რაშიც ყველაფერთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვასაც ვგულისხმობ. ყოველთვის, ყველა ადამიანში არის ცვლილებების შიში, ამიტომ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ კარგად ხუდონჰესის მნიშვნელობა" _ აცხადებს მინისტრი.
კომენტარი