L’Equipe: მიქაუტაძემ "ლიონთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა
"ეკიპის" მტკიცებით, გიორგი მიქაუტაძემ ამ დილით ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ფეხბურთელის ახალ გუნდში გადასვლა ოფიციალურად საღამოს უნდა გამოაცხადონ.
"მეცი" ტრანსფერში ბონუსების გარეშე 18.5 მილიონ ევროს მიიღებს.
23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერის საბოლოო დეტალების დაზუსტებას ელოდა.
კომენტარი