ის, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება, გავლენას ამერიკა-საქართველოს სამხედრო ურთიერთობებზეც ახდენს - შაჰინი "ოცნებას"
ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ის მოვლენები, რაც ახლა საქართველოში ხდება, გავლენას ახდენს საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე.
"როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში"- განაცხადა შაჰინმა "ამერიკის ხმასთან".
ცნობისთვის, კონგრესში სენატორ ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილია ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მუდმივს ხდის.
კომენტარი