სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ქართველების ნაწილმა დასასვენებლად უცხო ქვეყნებს მიაშურა - ვინ სად ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს (ფოტოები)

ზა­ფხუ­ლის მოს­ვლას­თან ერ­თად, დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი იწყე­ბა. უკვე წლე­ბია, რაც ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი ცხე­ლი დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას უცხო­ე­თის კუ­რორ­ტებ­ზე ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, თუმ­ცა პან­დე­მი­ამ გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლათ და რო­გორ ჩანს, 2022 წლის ზა­ფხუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­გეგ­მეს. სტა­ტი­ა­ში მო­გიყ­ვე­ბით, იმა­ზე თუ სად ის­ვე­ნე­ბენ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და რო­გორ ატა­რე­ბენ დროს. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და დას­ვე­ნე­ბა თურ­ქეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში, ამ­ჯე­რად არ­ჩე­ვა­ნი მალ­დი­ვებ­ზე შე­ა­ჩე­რა. ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შვილ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატა­რებს და ულა­მა­ზეს სა­ნა­პი­რო­ზე ირუ­ჯე­ბა... ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძე მე­უღ­ლეს­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნე­თის ულა­მა­ზეს კუნ­ძულ მი­კო­ნოსს სტუმ­რობს. სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და ზურა ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა რო­მან­ტი­კუ­ლი დას­ვე­ნე­ბა ეს­პა­ნე­თის ულა­მა­ზეს კუნ­ძულ მარ­ბე­ლი­ა­ზე მო­ი­წყვეს... ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბი ხორ­ვა­ტი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად იმოგ­ზა­უ­რა და მო­ხიბ­ლუ­ლია იქა­უ­რო­ბით. დი­ზა­ი­ნერ­მა მაკა კვი­ცი­ან­მა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ზა­ფხულ­ში გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი იტა­ლი­ის ქა­ლაქ სტრე­ზა­ში მო­ი­წყო. ქეთა თო­ფუ­რია იტა­ლი­ა­შია, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან გაფ­რინ­და. მომ­ღე­რა­ლი ერთ-ერთ უმაღ­ლე­სი კლა­სის სას­ტუმ­რო­ში ან­დრეა ბო­ჩელ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვა, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მა­ნამ­დე დას­ვე­ნე­ბა­საც ახერ­ხებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100