25 წლის გვანცა ლაღიძეს ჩვენი დახმარება და თანადგომა სჭირდება
25 წლის ახალგაზრდა ქალს– გვანცა ლაღიძეს, რადიო „commersant“–ის დილის გადაცემის ყოფილ და ამჟამად რადიო „fortuna”-ს წამყვანს, უმძიმესი დაავადება დაუდგინეს. ახლა მისი სიცოცხლის გადარჩენა ყველა ჩვენგანის ხელშია. საჭიროა ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარება საზღვარგარეთ და გვანცას მეგობრებმა გადავწყვიტეთ, მოგმართოთ თხოვნით, შეძლებისდაგვარად აღმოუჩინოთ ფინანსური დახმარება და თანადგომა.
ქვემოთ მოცემულია საბანკო ანგარიშები, რომლებზეც თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი:
„საქართველოს ბანკი“ GE05BG0000000345227600
„ლიბერთი ბანკი“ GE12LB0711137681191000
წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა გვანცასთვის 25 წლის ასაკში იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება სიცოცხლეს გამოეთხოვოს, მაგრამ ის მაინც იბრძვის. ყველა ჩვენგანის მიერ გაღებული მცირე თანხა, შეიძლება მისთვის სერიოზული დახმარება გახდეს. ნუ დაიზარებთ და ნუ ჩათვლით, რომ სხვები გააკეთებენ ამას. ჩვენ, მის ახლობლებს გვჯერა, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია მისი გადარჩენა!
გადარიცხვა შესაძლებელია ინტერნეტითაც.
გვანცა ლაღიძის მეგობრები. საკონტაქტო პირი - ტატა დოლიძე
კომენტარი