სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარიაში გარდაცვლილი ოჯახის შვილი დედას ელოდებოდა - კატოს დედამ უთხრა, რომ მის დაბადების დღეს ერთად შეხვდებოდნენ

21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. როგორც ცნობილია, წყვილი მეგობართან ერთად თბილისში ბრუნდებოდა ბათუმიდან, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ისვენებდნენ ცოლ-ქმარს კატო დარჩათ. ნახეთ ვინმე მაკო ერაძის ფეისბუქ-პოსტი კატოზე, რომელიც ცრემლებსი გარეშე ძნელია წაიკითხო.

ეს კატოა იცით გუშინ კატოს დაბადებისდღე იყო...

დედამ დაურეკა და უთხრა რომ უკვე გზაშია და მის დაბადებისდღეს ერთად შეხვდებიან...
კატოს ერთი სული აქვს როდის გავა 5 საათი...
ბებიას ხშირად ეკითხება დროს.
ყველაზე ძალიან დედასთან უნდა ჩახუტება...
ეძინება მაგრამ არ იძინებს...
დაელოდება ბოლომდე...
გვიანობამდე დაელოდებოდა დედიკოს და მამიკოს...
დედა არ მოდის , არც მამა...
არც ურეკავენ...
რა ხდება კატოს თავში...
რატომ არ ბრუნდებიან მშობლები...
ეს რა დაბადებისდღეა...
არც დედა ჩანს არც მამა...
დამარეკინეთ დედასთან...
დედას ხმა მინდა გავიგო...
სადაა მამა...
ალბათ ბევრჯერ იტირა დღის განმავლობაში იქამდე იტირა სანამა არ დაეძინა...
რო გაიღვიძებ პირველი მაგას იკითხავ დედა სადააო...
ყოველდღე ამას იკითხავ აწი...
შენ კიდევ ძალიან ბევრს იტირებ კატო...
კატო, დედიკო აღარასოდეს მოვა...
არცერთ დაბადებისდღეზე აღარ მოვა დედა...
აღარც მამა, მამა რომელსაც ძალიან ძალიან უყვარდი კატო...
აწი მხოლოდ ფოტოებში ნახავ დედას და მამას...
ნახავ როგორ გეხუტებოდნენ როგორ გკოცნიდნენ, როგორ გიჟდებოდნენ შენზე...
ხო ხედავ ძირითადად სულ შენი ფოტოები უყენიათ ...
ძალიან გაგიმართლა მშობლებში, ძალიან უყვარდათ თავისი კატო ნუცას და სკირას...
მაგრამ იმაში არ გაგიმართლა რომ ჩვენ, შენთვის უცნობ ადამიანებს ჩქარა გვიყვარს მანქანის ტარება.
შენ არაფერი დაგიშავებია...
არც შენ მშობლებს...
იცი როგორ უნდოდათ შენი ნახვა?
მაგიტომაც წამოვიდნენ ბათუმიდან რო შენი დაბადებისდღე იყო...
კი არ დავიწყებიათ კატო...
მეგობრები ეხვეწებოდნენ დარჩითო კონცერტზეო...
ისინი კი იძახდნენ ძალიან გვინდა კონცერტზე მარა კატო გველოდება და ეგ უფრო მნიშვნელივანიაო.
იმ დღეს ძალიან არ გაუმართლათ კატო შენ მშობლებს...
ადამიანები ხშირად ვერ აღვიქვამთ რომ მანქანის მართვის დროს თუ ყურადღებით არ ვიქნებით და ფრთხილად არ ვივლით სულ რაღაც 1 წამში შეიძლება სხვა ადამიანები მოვკლათ და საკუთარი ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცეს...
სულ რაღაც 1 წამი და მთლიანად ამოყირავდა კატოს ცხოვრება.
მეორე დღესაც არ დარეკა დედამ.
არც მოვიდა...
ნეტა მამა რატო არ რეკავს...
რას ფიქრობს კატო...
რა ხდება კატოს გულში...
რას ფიქრობთ თქვენ როცა ჩქარა დაგყავთ მანქანა...
ფიქრობთ კატოზე ???

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100