სუპერმარკეტთა ქსელი „სმარტი“ „პასტა ზარას“ 16 სახეობის მაკარონს გაყიდის
როგორც „სმარტში“ აცხადებენ, ქსელი მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და მაკარონების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილების მქონე, მსოფლიოს წამყვანი იტალიური ბრენდის -„პასტა ზარას“ პროდუქტების რეალიზაციას იწყებს.
ბრენდის მაკარონებიდან უახლოეს მომავალში „სმარტის“ ქსელში „ბუკატინის“, „სპაგეტის“, „მეზანის“ და „პენე რიგატეს“ მაკარონები გაიყიდება, თუმცა ეს არ არის სრული ჩამონათვალი ბრენდის მაკარონთა სახეობისა, რომლის შეძენის შესაძლებლობაც მომხმარებლებს „სამარტის“ სუპერმარკეტებში ექნებათ.
როგორც „სმარტში“ აცხადებენ, „პასტა ზარას“ პროდუქტები ქსელში მისაღებ ფასად იყიდება.
„პასტა ზარას“ 16 სხვადასხვა სახეობის მაკარონის შეძენა1,95 ლარიდან 2.2 ლარამდეა შესაძლებელი და სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის მაკარონები ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს მოხიბლავს. მოხარული ვართ, რომ „სმარტის“ მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. იტალიური ბრენდის „პასტა-ზარას“ პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და ფართო არჩევანით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ „პასტა-ზარა“ მომხმარებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი გახდება“, - აცხადებენ „სმარტში“ .
„პასტა-ზარას“ მაკარონების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება აქვს წარმოებისთვის ამჟამად უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს, რათა პროდუქტების აბსოლიტურად ნატურალურ ინგრედიენტებს სრულად შეუნარჩუნდეს სასარგებლო თვისებები.
ამას გარდა, „პასტა-ზარა“ ცნობილია სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი პროდუქციით.
შეგახსენებთ, რომ ვისოლ ჯგუფმა სუპერმარკეტთა ქსელი „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო.
დღესდღეობით „სმარტს“ დაახლოებით 15 ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან.
„სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, ყვარელში, მარნეულსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
(R)
კომენტარი