სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპარლამენტო უმრავლესობა: სააკაშვილი 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას მტკიცებით, "როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში ჩატარდება და ამმხრივ საზოგადოება რაიმე სიახლეს არ უნდა ელოდოს".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდეტ სააკაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომასა და არჩევნებში მონაწილეობას ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს.

მისივე ინფორმაციით, "ამ ეტაპზე დღის წესრიგში არც სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა-არწარდგენის საკითხი დგას".

"პირWელის" კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პირადად მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, მალაშხიამ აღნიშნა, რომ "შესაძლოა, საარჩევნო სიაში იყოს".

უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილებას 2013 წელს დაასრულებს.

მისივე განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" საარჩევნო სიაზე და მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბარს არ შესწრებია და არჩევნები არც ისე ახლოა, რომ ამაზე საუბარი მიმდინარეობდეს".

"ახლა "ნაციონალური მოძრაობის" ყურადღება მიპყრობილია არა პერსონალიებზე, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე, არაღიარების პროცესის გაგრძელებაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე, ეკონომიკის განვითარების 10-პუნქტიან გეგმაზე და ა.შ. რაც შეეხება 2013 წლის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის მომავალს, სააკაშვილი 2013 წლის შემდეგაც პოლიტიკურ სისტემაში არსებითად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რაც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში, თუმცა ის, თუ როგორი იქნება სააკაშვილის კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობისა" და უშუალოდ მისი გადასაწყვეტია" - განუცხადა ჟურნალისტებს წიკლაურმა და აქვე დასძინა, რომ "ასეთი დინამიზმის პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკური სცენიდან დისტანცირებული არ იქნება".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100