ბიბლიოთეკასთან შეკრებილებს კონკრეტული მოთხოვნა აქვთ
საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან შეკრებილმა ე.წ. ყოფილიმა პოლიტპატიმრებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს.
მათი განცხადებით ისინი პრეზიდენტს ბიბლიოთეკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ თუ სააკაშვილის გამოსვლაზე დასწრების უფლება მიეცემა ე.წ. ყოფილი პოლიტპატიმრების ათკაციან ჯგუფს.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ მათ პრეზიდენტთან შეკითხვები აქვთ. „გვაინტერესებს, რატომ ვიჯექით ციხეში სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რადგან ჩვენ უდანაშაულოები ვართ“ - აცხადებენ ისინი
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი საჯარო ბიბლიოთეკაში დღეს სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ბიბლიოთეკაში სააკაშვილის 18:00 წუთზე ელიან. თუმცა პრეზიდენტის მისვლამდე იქ ე.წ. პოლიტპატიმრები მივიდნენ და პრეზიდენტის გამოსვლის ჩაშლის მიზნით აქცია გამართეს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ პრეზიდენტის აპარატი აღნიშნულ აქციას ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ ივანისვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას უწდებს.
კომენტარი