სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Wizz Air-ის გაფრთხილება მგზავრებს: "გამოცხადდით სულ მცირე 3 საათით ადრე"

გლობალური IT-შეფერხების გამო სხვა ავიაკომპანიებთან ერთად, შეფერხებით მუშაობს უნგრული Wizz Air-ის სისტემაც. ავიაკომპანია მგზავრებს აფრთხილებს, რომ ფრენამდე სულ მცირე 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტებში.

როგორც ყველა ავიაკომპანია დღეს, Wizz Air-იც განიცდის მწვავე ტექნიკურ გამოწვევებს გლობალური IT-სისტემის მუშაობის შეფერხების გამო. Wizz Air-ის მომხმარებლებს შესაძლოა, ავიაკომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ", - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ამჟამად, არ მუშაობს Wizz Air-ის ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია, დაჯავშნის სისტემა, ონლაინ რეგისტრაციის და ჩასხდომის ბილეთების სისტემა, საკომუნიკაციო ცენტრები.

შეფერხების პერიოდში, აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომია. ამიტომაც ვურჩევთ მგზავრებს გამგზავრებამდე სულ მცირე სამი საათით ადრე მივიდნენ აეროპორტში, რათა რეგისტრაცია, უსაფრთხოების კონტროლი და აეროპორტის პროცედურებისთვის საკმარისი დრო იყოს", - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.

გლობალური შეფერხების გამო, ქუთაისიდან ბერლინისკენ გაფრენილი რეისი ბერლინის აეროპორტმა ვერ მიიღო, რის გამოც ის პოზნანში დაჯდა.

IT სისტემების გლობალური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში ავიარეისები გაუქმდა. მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები American Airlines-ი, Delta Airlines-ი, United Airlines-ი, Lufthansa​ და სხვები პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებით მუშაობენ. შეფერხებებია აეროპორტებშიც - ვერ ხერხდება მგზავრთა შემოწმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100