სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

umlaut - გლობალური საკონსულტაციო კომპანია და მსოფლიო ლიდერი მობილური ქსელების ტესტირებაში, საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს

Best in Test - ასე აფასებს მაგთიკომის ქსელს დამოუკიდებელი გლობალური კომპანია umlaut-ი, რომელიც მსოფლიო ლიდერია მობილური ქსელების ტესტირებისა და შეფასების სფეროში.

umlaut-ის მიერ საქართველოს მობილური ქსელების დამოუკიდებლად ჩატარებულმა ტესტირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაგთიკომს ქვეყანაში საუკეთესო ქსელი აქვს.

მაგთიკომი Best in Test - სერტიფიკატი კომპანიას 2021 წლის 12 თებერვალს გადაეცა.

მაგთიკომის ქსელის საუკეთესოდ აღიარება 2020 წლის დეკემბერში საქართველოში მაგთიკომისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ ტესტირებას ეფუძნება. კვლევის არეალი მოიცავდა როგორც დიდ ქალაქებსა და რეგიონებს, ისე მაგისტრალებსა და დამაკავშირებელ გზებს.

umlaut-მა მაგთიკომის ხმოვანი და ინტერნეტსერვისის ხარისხის ტესტირება სხვადასხვა ტექნოლოგიების მიხედვით (LTE/UMTS/GSM) განახორციელა.

umlaut-მა ქსელის შეფასება მომსახურების 3 ძირითადი პარამეტრის მიხედვით მოახდინა:

· Voice - ხმოვანი სერვისის მიმართულებით (გაიზომა დარეკვის დრო, ზარების ხარისხი, ხმის გარჩევადობა)

· Data - მობილური ინტერნეტსერვისის მიმართულებით (შეფასდა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე, ხარისხი)

· crowdsourced quality - შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო აპლიკაციების მომწოდებლების სერვერებიდან მიღებული მონაცემები.

მაგთიკომის ქსელი მომსახურების სამივე კატეგორიაში ლიდერობს საქართველოში, საუკეთესო შედეგებს აჩვენებს კონკურენტებთან მიმართებაში, გამოირჩევა ყველაზე მაღალხარისხიანი და სწრაფი მობილური ინტერნეტით და საუკეთესო ხმოვანი სერვისით.

“ვულოცავ მაგთიკომს მომსახურების ყველა კატეგორიაში ლიდერობას. მან საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც მობილური ინტერნეტის, ისე ხმოვანი სერვისის და აპლიკაციების მოხმარების ხარისხის (crowdsourced quality) მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ით განპირობებული გამოწვევების პერიოდში“, - აცხადებს Hakan Ekmen, umlaut-ის გენერალური დირექტორი.

იხილეთ umlaut-ის კვლევის მონაცემები და საქართველოში მოქმედი ოპერატორების ქსელების შეფასება.

umlaut- გლობალური, სრული მომსახურების მქონე, კროს-ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც პროცესის საწყისი ეტაპიდან ბოლო საფეხურამდე მიყვანას უზრუნველყოფს და მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს.

50 ქვეყანაში არსებული umlaut-ის 20 საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია, 4300 სპეციალიზირებული ექსპერტი და ინჟინერი ინოვაციურ გადაწყვეტებს და ტრანსფორმაციებს სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიებს.

სერტიფიკატი სრულად იხილეთ

https://www.umlaut.com/en/benchmarking

https://www.magticom.ge/files/202102_Georgia_Mobile_Benchmark_Certificate_umlaut.pdf

www.magticom.ge/umlaut

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100