"21 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ შემოვიდა საღამოს კავკასიის მედიცინის ცენტრში თვალის ლორწოვანი გარსის ნახეთქი აქვს.." - ცესკოსთან გამართულ აქციაზე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ცესკოსთან გამართულ აქციაზე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა საავადმყოფოებში გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მათ დაზიანებები ძირითადად აღენიშნებათ სახეზე.
"21 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ შემოვიდა საღამოს კავკასიის მედიცინის ცენტრში თვალის ლორწოვანი გარსის ნახეთქი ჭრილობით. მას ჩაუტარდა შესაბამისი ჭრილობის რევიზია, გაკერვა. ამ ეტაპზე სტაბილურ მდგომარეობაში განაგრძობს მკურნალობას ოპტომოლოგიურ განყოფილებაში. დღეს ჩაუტარდება დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები, რის შესაბამისადაც განისაზღვრება შემდგომი ტაქტიკა. დღეს ან ხვალ გავწერთ პაციენტს სახლში, მხედველობა შენარჩუნებული აქვს," - განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.
კომენტარი