სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დასაღუპად მამამ გაიმეტა. ბავშვები მუდმივად ავადმყოფობენ, სკოლასა და ბაღში ვერ დადიან, მათი საცხოვრებელი, ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს...დედას არ ახსოვს, სრულფასოვნად ბოლოს როდის აჭამა"

ისინი დასაღუპად მამამ გაიმეტა. ბავშვები მუდმივად ავადმყოფობენ, სკოლასა და ბაღში ვერ დადიან, გამწარებული დედა შველას ითხოვს, სხვა გზა მას არ დარჩენია.

მათი საცხოვრებელი, ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს, ვიდრე სახლს! ბავშვები შიმშილობენ, დედას კი ისიც არ ახსოვს, სრულფასოვნად ბოლოს როდის აჭამა.

უფროსი ძმა არჩილი ამბობს, რომ საჭმლის გარეშეც გაძლებს, ოღონდ პატარა და-ძმებს საკვები ჰქონდეს, მათ კი მოხარშული მაკარონის მეტი დიდი ხანია არაფერი უჭამიათ.

გასული ზამთარი, კაპანაძეების ოჯახმა წვალებით გადაიტანა. პატარა ელენე გაციებული იყო და ძლივს სუნთქავდა. ეგონათ, რომ ვერ გადარჩებოდა...

-ნინო, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ამ ნანგრევებში, ეს რა შენობაა?

ნინო კაპანაძე: 2 წლის წინ ჩემი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. აქამდე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. იმის შემდეგ, რაც ელენე დაიბადა ჩემმა მეუღლემ მიგვატოვა და ყველაფერი უკან წავიდა... ქირას ვერ ვიხდიდით... გამოგვყარეს, ეს მიტოვებული შენობა ვიპოვეთ და შევსახლდით. იმის თქმა, რომ ჭერი მაქვს - სასაცილოც კია. არც ჭერი გვაქვს და არც ერთი კედელი ბოლომდე არაა ამოშენებული. თავიდან იატაკზე გვეძინა, მერე კეთილმა ადამიანებმა ფიცრები მოგვიტანეს, ნაგავსაყრელზე ძველი ქვეშაგები ვიპოვეთ და...

-ნინო, ნათესავები არ გეხმარებიან?

ნინო კაპანაძე: ნათესავები, რომ მყოლოდა, ალბათ არ დამტოვებდნენ ასეთ მდგომარეობაში. დედა დიდი ხანია გარდამეცვალა. მამა - პირველი ჯგუფის ინვალიდია, სოფელში ძველ სახლში ცხოვრობს, სადაც უარესი პირობებია, ვიდრე ჩვენთან... ერთადერთი მონათესავე სული, ვინც მყავდა ჩემი ძმა იყო, რომელიც ყველაფერში მეხმარებოდა, მაგრამ 8 წლის წინ ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა... მეტი არავინ მყავს. ჩემი შვილების და ღმერთის იმედად ვარ დარჩენილი.

-ნინო, ვინმე გეხმარებათ: მეზობლები, უცნობები?

ნინო კაპანაძე: მეზობლები მეხმარებიან, უცნობი ადამიანები მოდიან, როგორ მპოულობენ არ ვიცი... ამ ზამთარს ელენეს, ბრონქიტი დაემართა, მეგონა, რომ ჩემს ხელებში აღმოხდებოდა სული. ციოდა და წამლის ფულიც კი არ მქონდა... საღამოს მოდის ჩემთან ვიღაც კაცი და პროდუქტები მოგვიტანა. როდესაც დაინახა, რომ ელენე ვერ სუნთქავდა, წავიდა და ინჰალატორი და წამალი გვიყიდა... მან გადამირჩინა შვილი.

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი კაპანაძეების ოჯახის დასახმარებლად აცხადებს აქციას. ოჯახს ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი!

თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE64BG0000000470458000 ან GE42LB0115113036665000 (დანიშნულება: კაპანაძეების ოჯახი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100