მასშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონაში - სამართალდამცველებმა საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს
ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე - ამის შესახებ შსს-ში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
სპეცოპერაციის დროს საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ამ დროისათვის პოლიციაში არიან გადაყვანილები. მათი ესპანეთში დარჩენის გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს.
ქვეყანაში მცხოვრები ქართველების ნაწილი კი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მათი ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ გართულდა და ესპანეთის სამართალდამცველებმა მათზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფებოდა.
ბარსელონაში მცხოვრები ქართველების დასაკავებლად სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა. შენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს, წელიწადზე მეტია ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს აქვთ დაკავებული.
კომენტარი