ცნობილი ადამიანები ომის შესახებ
• არავინ იბრძვის ომში ისეთი თავდადებით,როგორითაც ომში მშობლიური ქვეყნისათვის - დემოსთენე.
• არ გინდათ ომი! არ გინდათ! ჯობს ვიმუშაოთ,ვიაზროვნოთ,ვეძებოთ ერთადერთი ჭეშმარიტი დიდება,ესაა შრომის დიდება,ომი ბარბაროსების ხვედრია-გი დე მოპასანი.
• ბარბაროსები მზად არიან,ამოხოცონ კაცობრიობის მომავალი,იმიტომ,რომ ეს მათი მომავალი არ არის - ილია ერენბურგი
• ბრძოლაში ისინი უფრო ხვდებიან ხიფათში,ვინც მეტად არიან შეპყრობილნი შიშით,სითამამე იგივეა,რაც კედელი - გაიუს კრისპუს სალუსტიუსი.
• გამარჯვების მომტანი ომიც კი ბოროტებაა,რომელიც ხალხის სიბრძნით თავიდან უნდა იქნეს აცილებული - ოტო ფონ ბისმარკი.
• გლეხები მიწას ამუშავებენ, მუშები ქალაქებს აშენებენ და ამდიდრებენ,მოაზროვნენი აზროვნებენ, წარმოება ქმნის გასაოცარ საგნებს, გენიოსები ლაპარაკობენ სასაწაულებს და ყოველივე იღუპება საშინელ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელსაც ბრძოლის ველი ეწოდება- ვიქტორ ჰიუგო
• დაე იარაღმა ადგილი დაუთმოს ტოგას,დაე,ომმა დაიხიოს მშვიდობის წინაშე - ციცერონი.
• დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი.ბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება,პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან გამომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდაუვალი,აუცილებელი შედეგია- ჭაბუა ამირეჯიბი.
• თუმცა,ომი შეიძლება მიზნად მშვიდობასაც ისახავდეს,იგი მაინც დიდი უბედურებაა-ლაო ძი.
• თუ ჩვენ არ მოვუღებთ ომს ბოლოს,ომი მოგვიღებს ბოლოს - ჰერბერტ უელსი.
• მტაცებლური ომები სხვა არაფერია,თუ არა ყაჩაღური ავანტიურები - თეოდორ დრაიზერი.
• ომებს სამხედროები კი არა, პოლიტიკოსები იწყებენ- უილიამ ვესტმორლენდი
•ომები გაგრძელდება მანამ, სანამ ომის საკითხს არ გადაწყვეტს ის,ვინც ბრძოლის ველზე იბრძვის- ანრი ბარბიუსი.
• ომი არის პოლიტიკური კიბო, რომელიც დიდი სახელმწიფოების სხეულს ჭამს-ვიქტორ ბუასტი
ომი ძალზე სერიოზული საქმეა იმისათვის,რომ იგი სამხედროებს ანდონ - შარლ მორის ტალეირანი
• ომში გამარჯვებულები არ არსებობენ ,იქ მხოლოდ დამარცხებულებია - ჰორაციუსი
• ომი ბარბაროსობაა,როცა თავს ესხმიან მშვიდობიან მეზობელს,მაგრამ ეს წმინდა ვალია,როცა სამშობლოს იცავენ - გი დე მოპასანი
•ომი ბოროტებაა,რომელიც კაცობრიობას არცხვენს - ფრანსუა ფუნელონი.
• ომი-ეს არის იმ პოლიტიკური კვანძების კბილებით გახსნის საშუალება, რომლებიც ენას აღარ ექვემდებარება - ემბროუზ ბირსი.
• ომი მოიგო არა იმან,ვინც კარგი რჩევა გასცა ,არამედ იმან,ვინც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ვინც შესრულება ბრძანა - ნაპოლეონ ბონაპარტი
• ომი რყვნის ადამიანს და მასში მხეცობას აღვიძებს - ვიქტორ ბუასტი.
• ომის ძირითადი მასალა მეომარია. ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს სიყვარულია - ჭაბუა ამირეჯიბი
• ძმებად დაბადებულ ადამიანებს ომი ველურ ცხოველებად გადააქცევს - ვოლტერი
• როცა იარაღი გრგვინავს,კანონები სდუმან - ციცერონი
კომენტარი