“ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, მათ მიმართ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი”
ვინაიდან, ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, პირობას ვაძლევ, რომ მათ მიმართ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ქაშუეთის ტაძარში გააკეთა, სადაც მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის გამოსვენების ცერემონიას დაესწრო.
პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელს აღმართავს, უმკაცრესად დაისჯება.
„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია პირადად ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. ბექა დაიღუპა კრიმინალთან ბრძოლაში და ის არის ჩვენი ქვეყნის გმირი. ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენს ხალხს შორის. მე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, მაქსიმალურად მალე გაასუფთაონ ჩვენი საზოგადოება ასეთი კრიმინალებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარი