სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ამასთან, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზე, ასევე, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებული, მისი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მასთან მიმართებაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს და ის ჯერ პატიმრობაში რჩება.

ამასთან, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, რომ არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობის ერთ-ერთ მოტივს, რომლის საფუძველზე ოქრუაშვილისა და გიგუაშვილის მიმალვის საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საქართველოში თავისი ნებით დაბრუნდნენ, არ არსებობს. როგორც მოსამართლემ განაცხადა, პროკურატურამ ერთხელ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი და გიგუაშვილი პატიმრობაში სწორედ მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე, პატიმრობაში უნდა დარჩნენ. მოსამართლის თქმით, ამ მოტივს ვერ გაითვალისწინებს, თუმცა ითვალისწინებს მეორე მოტივს, რომ ოქრუაშვილი და გიგუაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას ვეღარ მოახდენენ, რადგან მოწმეთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია.

სასამართლოზე ოქრუაშვილთან და გიგუაშვილთან ერთად ბრალდებული სხვა პირების ადვოკატებმაც დააყენეს შუამდგომლობა გირაოს შესახებ. კერძოდ, ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა, რომელიც ოქრუაშვილთან ერთად ხვიჩა საბაშვილს, გიორგი გაბროშვილს, თამაზ ბეგიაშვილსა და გაბრიელ პავლიაშვილს იცავს, განაცხადა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეთა ძირითადი ნაწილი დაკითხულია, აღნიშნული პირები პატიმრობის გირაოთი შეცლის შემთხვევაში ვეღარ მოახდენენ ზეგავლენას სხვა მოწმეებზე და ისინიც უნდა გათავისუფლდენენ 2-2-ათას ლარიანი გირაოთი.
იგივე შუამდგომლობა დააყენეს ზაზა ბეთლემიძისა და მალხაზ კაკაშვილის ადვოკატებმაც. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად შესვენება გამოაცხადა. პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება.
ამასთან, დღეს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს "ჯეოსელის" საქმეზე ბრალი მოუხსნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100